სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ქისტაური ძალიან პირადზე ასე საჯაროდ პირველად წერს

გიორგი ქისტაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს 17 მაისთან დაკავშირებით, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"დიდი ხანია ვფიქრობ როგორ და რანაირად დავწერო იმისთვის , რომ ზუსტად ისე გაიგოთ ყველაფერი როგორც არის და რაც არის.მე ძალიან მიყვარს დედაჩემი , ჩემი მეგობრები , მამაჩემი , ჩემი მთლიანი ოჯახი , ადამიანები მიყვარს , მიყვარს ყოველი დილა და ყველა ღამე , მიყვარს ყველაფერი კარგი და ლამაზი , მიყვარს ჩემი თავი და იმის გამო , რომ ვიღაცას ჩემი გარეგნობა , ორიენტაცია , ქცევები , ხასიათი , წარმომავლობა , შეხედულებები არ მოსწონს , არ მინდა გამომასალმონ ყველა მაღლა ჩამოთლილთან.

იმის გამო , რომ ვიღაცაპოტენციური მკვლელი და მანიაკია არ მინდა გავხდე მისი მსხვერპლი ყველა მიზეზის გარეშე , არ მინდა დედაჩემს მდგომარეობა დაუმძიმდეს ასეთი ადამიანების გამო , მე მას ვჭირდები და იგი მე.
როდესაც არგუმენტები მოგყავთ "ჩვენ ნუ შეგვეხებით და თქვენთვის რაც გინდათ ის გიქნიათ" , "აფიშირებას ნუ გაუკეთებთ და საკუთარ სახლებში რაც გინდათ ის გიქნიათ".
დავიწყოთ იქიდან , რომ ჩვენ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება (გვინდა თუ არა) ,ვერ და არ გავბედავთ არავის არც გამოწვევას , არც არაფრის პროპაგანდას და მსგავს უსაფუძვლო რაღაცეებს , რასაც გვაბრალებთ.
სუსტის და უძლურის დაჩაგვრა ყველაზე ადვილი რამ არის მაგრამ ყველაზე არა ადამიანური.
ამ სტატუსით იქნებ ვინმეს , ვისაც ვეზიზღები(თ) ასე , სულ არაფრის გამო , დავანახო რომ ჩვენც გვყავს მშობლები , დები , ძმები , ოჯახი , მეგობრები , ჩვენც გვიხარია ცხოვრება , ჩვენც გვინდა დავტკბეთ ყოველდღიურობით , ჩვენც გვაქვს იმის უფლებაჩავიცვათ , ვატაროთ , გავაკეთოთ ის რაც გვინდა , მოვიქცეთ ისე როგორც გვინდა , ვიყოთ მასთან ვისთანაც გვინდა და გვიყვარდეს ის ვინც გვინდა , სიყვარულში ცუდი არაფერი არ არის , მტრობაში და სიბოროტეშია ყველაზე დიდი მინუსი , ამას უნდა დავუდგეთ წინ - არა სიყვარულს.

ნუ მოუკლავთ და ნუ ჩაუქოლავთ დედებს თავიანთ შვილებს , როგორი ცუდებიც არ უნდა ვიყოთ ყველა დედას უყვარს თავისი შვილი - ისეთი როგორიც არის და მოდი მან გადაწყვიტოს მოკლავს , ჩაქოლავს თუ გულში ჩაიკრავს მის შვილს , თქვენ ნუ გამოუტანთ ნურავის ნაადრევ განაჩენს და ნუ გაისტუმრებთ ამ ისედაც ნახევარ წუთიანი ცხოვრებიდან".
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100