სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაკურციხეში ავტოსაგზაო შემთხვევით 26 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა

კახეთში, სოფელ ბაკურციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია, სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე მგზავრი კი დაშავდა. ის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100