სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრაგედია მოსკოვში - ქარიშხალს 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

მოსკოვში ძლიერი ქარიშხლის დროს 100-ზე მეტი ადამიანი ძლიერ დაშავდა, ამ დროისთვის კი 12 ადამიანის გვამია ნაპოვნი. ძლიერი ქარი დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ერთ-ერთ რაიონში დიდი ხე ფესვებიანად მოგლიჯა და ავტობუსს დაეცა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ. სხვადასხვა რაიონებშიც დაფიქსირდა ხეების მოგლეჯვის ფაქტი, რომლებიც ბავშვებსა და ახალგაზრდა გოგოს დაეცა. უახლოეს დღეებში მოსკოვშ მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა. ქალაქს მიადგა ძალიან დიდი ფინანსური ზარალი. გარდაცვლილთა შორის 11 წლის მოზარდიც არის, ერთი კი 17 წლის თინეიჯერი ბიჭია. დაღუპულთა შორის უმეტესობა ახალგაზრდაა. ქალაქში ზარალს ამ დრომდე ითვლიან. რაც შეეხება ქარიშხალს, ის კიდევ მოსალოდნელია გვიან ღამით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100