სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პატრიარქი კირილი ჰოსპიტალიზებულია

რუსეთის პატრიარქი კირილი ჰისპიტალიზებულია. იგი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, - იუწყება საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელი, ალექსანდრე ვოლკოვი.

ცოტა ხნის წინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ რუსეთის პატრიარქის ვიზიტის შემდეგ უკრაინაში, პატრიარქმა მწვავე ვირუსული ანთება გადაიტანა და მას პირადი ექიმები ურჩევდნენ, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ვიზიტები გადაედო, ხოლო სამუშაო გრაფიკი კი ისე შეედგინა, რომ დასასვენებლად და ძალების აღსადგენად უფრო მეტი დრო დარჩენოდა. როგორც ჩანს, რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მედიკოსების რჩევა არ გაითვალისწინა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობოს გაუარესების მიზეზი გახდა და მისი ჰოსპიტალიზება განაპირობა.

პატრიარქი კირილი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100