სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმირ პუტინი ახალი კომპიუტერული თამაშის პერსონაჟიც გახდა

რუსეთის პრემიერი, ვლადიმერ პუტინი, კომპიუტერული თამაშის „Like Putin“–ის პერსონაჟი გახდა. სადაც პოლიტიკოსი სამყაროს ტერორიზმისაგან იხსნის და მედლებს იგებს ოლიმპიადაზე. თამაშის გმირს შეუძლია სახანძრო თვითმფრინავის მართვა, რომლის საშუალებითაც ხანძრებს აქრობს. საგმირო საქმეების პარალელურად, უკრაინის ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს ხვდება.

თამაშის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტი წინაღობების გადალახვის საშუალებით. ფილმის ბოლოს ჩნდება 2007 წლის ჩანაწერის, პუტინთან „პირდაპირი ხაზის“ ფრაგმენტი“: „ეს მართლა თქვენ ხართ?.. ადრეც თქვენ იყავით?.. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, დიდი მადლობა,“ – ამბობს აღელვებული ქალი. თამაში სრულდება სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტის საიტზე, სადაც პერსონაჟი–პუტინი ამბობს, რომ ეს დასასრული არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია.

მოკლედ, ვლადიმირ პუტინი და მისი პიარ–ჯგუფი ყველაფერს აკეთებს მისთვის სასურველი იმიჯის შესაქმნელად, მაგრამ როგორ გამოსდის – ეს სხვა საკითხია...

თამაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100