სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ხვალ 10 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას, რის გამოც, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი.11 მაისს ღამით ქვეყნის მთიან რაიონებში შესაძლებელია ძალიან ძლიერი ნალექი წვიმის სახით. გაძლიერდება დასავლეთის ქარი ზოგან 20-25 მეტრ წამამდე. ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესების ფონზე მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მომატება, ზღვაზე მოიმატებს ღელვა 3-4 ბალამდე.

ამინდის პროგნოზი 10 ივნისს:

ბათუმი- ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 /წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19, დღისით +22

ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +24

გოდერძის უღელტეხილი- ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +6 დღისით +18.

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:ღამით +16 დღისით +25

ქედა - ცვალებადი მოღრუბლულობა. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +23.

ხელვაჩაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექი. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +23

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექი. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18 დღისით +22.

ურეკი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +23.

ფოთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18, დღისით +22.

ზუგდიდი ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18, დღისით +25.

სოხუმი- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16, დღისით +21.

ოზურგეთი– ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +17 დღისით +22.

ბახმარო დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4, დღისით +20.

ქუთაისი- ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18, დღისით +27.

ახალციხე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12°, დღისით +25

ცხინვალი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +17°, დღისით +26.

გორი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18°, დღისით +27.

თბილისში - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა და ელჭექი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20, დღისით +30

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20, დღისით +29.


მასალა მომზადებულია ობა ფარტენაძის მიერ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100