მოსკოვის სამხრეთი იწვის (ვიდეო)

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, დღეს ძლიერი ხანძარი გაჩნდა მოსკოვის სამხრეთით მდებარე ერთ–ერთ ოლქში. ცეცხლი საწყობს გაუჩნდა, თუმცა, ძალიან მალე დიდი ტერიტორია მოიცვა. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. სამართალდამცველი ორგანოებიდან სააგენტოს აცნობეს, რომ ცეცხლის ლოკალიზებისთვის ყველაფერი კეთდება: მობილიზებულია საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მოსკოვის თითქმის ყველა განყოფილება. ჰანყოფილებათა უფროსები იმდენად აღმოჩნდნენ პანიკაში, რომ სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შვებულებაში გასულ თანამშრომლებს და მათ უმოკლეს ვადაში სამსახურში გამოცხადება მოსთხოვეს.

ხანძრის ამსახველი კადრები ცოტა ხნის წინ აიტვირთა „იუთუბზე“ და ატვირთვის დროისთვის ხანძარი უკვე მოიცავდა 500 კვადრატულ მეტრ ფართობს.

კომენტარი