სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რას წერს ნინი ბადურაშვილი მომავალ თბილისის მერზე და რას ელოდება მისგან

ნახეთ, რას წერს ნინი ბადურაშვილი მომავალ თბილისის მერზე და რას ელოდება მისგან:

ძალიან დიდ იმედი მაქვს იმისა,რომ მომავალ ჩვენი დედაქალაქის მერს ისევე ძლიერ ეყვარება ჩვენი ქალაქი,როგორც თითოეულ თბილისელს! მიხედავს მნიშვნელოვან პრობლემებს,რომელიც ყველას გვაწუხებს: 1.მოაგვარებს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას რაც გამოიხეტება იმაში,რომ სტატისტიკით თბილისი ჰაერის დაბინძურების მხრივ ერთერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში! 2.ახალ თანამედროვე მშენებლობებთან ერთად შეუნარჩუნებს თბილისს ძველ იერსახეს და სილამაზეს,რომლითაც ამაყობდა ძველად თბილისი!3.განტვირთავს საცობებისგან,რადგან თუ ეს პრობლემა მალე არ მოგვარდა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება ქალაქში! 4.იზრუნებს დედაქალაქის გამწვანებაზე და გააშენებს ბევრ სკვერებს,ბაღებს,სპორტულ მოედნებს,რათა ბავშვებს მიეცეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება და გართობა! და ბოლოს მინდა ყველა კანდიდატს წარმატება ვუსურვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ ღირსეული გაიმარჯვებს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100