სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქორწინების დღე ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მე და ჩარლზს სექსი აღარ გვაქვს წლებია“ - პრინცესა დაიანას სკანდალური ინტერვიუ, რომელიც აქამდე არავის უნახავს

ზუსტად 20 წლის წინ, 1997 წლის 31 აგვისტოს პრინცესა დაიანა ავტო კატასტროფაში დაიღუპა პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტ საიდუმლოს იგებს საზოგადოება ლედი დის პირადი ცხოვრების შესახებ.

პრინცესას გარდაცვალებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი გამოდის სახელწოდებით „დაიანა: მისი მონაყოლი ისტორია“.

ფილმი შედგება სარეპეტიციო კადრებისგან, რომელსაც დაიანა ინტერვიუს წინ ამზადებდა. მისი რეპეტიტორი ინტერვიუს რეპეტიციას ვიდეო ფირზე იწერდა, რათა დაშვებული შეცდომები პრინცესას თავად ენახა და მის გამოსწორებაზე ემუშავა. კადრები გადაღებულია 1991 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ ბოულზის რომანის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. დაიანა ამზადებდა სიტყვას ხანგრძლივი ინტერვიუსთვის. მაშინ პრინცესას რეპეტიტორი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ორი ათეული წლის შემდეგ სარეპეტიციო კადრები ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ისტორიაში. დაიანა კამერის წინ საკმაოდ გულახდილად საუბრობდა, რაც შემდგომში ჟურნალისტებთან აღარ გამოუვიდა. საუბრის თემა ძირითადად მისი პირადი ცხოვრება იყო. მან ისაუბრა პრინც ჩალზთან ურთიერთობასა და მისი პირად დაცვასთან ბარი მანაკთან ტრაგიკული სიყვარულის შესახებ. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც შემდგომ ფილმში იქნება ნაჩვენები:

„ქორწილის დრე ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მანამდე მე და ჩარლზი სულ რაღაც 13-ჯერ შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი სექსუალური ცხოვრება ძალიან უცნაურია - უკვე ექვსი წელია სექსი აღარ გვაქვს. ჩარზლი ფიქრობს, ეს უბრალოდ საჭირო აღარ არის.

24 წლის ასაკში უზომოდ შეყვარებული ვიყავი ადამიანზე, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. შემდეგ გაჩნდა ეჭვი ჩვენი ურთიერთობის შესახებ და ის სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებიდან სამი კვირის შემდეგ ბარი ტრაგიკულად დაიღუპა. ის ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო. დედოფალმა ის ერთადერთი კაცი წამართვა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100