სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქარელის მკვიდრი რეკორდის დამყარებას უკუღმა კითხვაში აპირებს

ქარელის რაიონის მცხოვრები, ნოდარ არხოშაშვილი, დღეს ორი საათის მანძილზე, მოთხრობებსა და ლექსებს, ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე, უკუღმა კითხულობდა იმ იმედით, რომ მსოფლიო რეკორდს დაამყარებდა. – მის სესახებ „ნიუსჯორჯია.რუ“ იტყობინება. არხოშაშვილის ტალანტით, სპორტული კლუბი „რეკორდი“ დაინტერესდა, რომელმაც დღევანდელ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია. ვიდეოჩანაწერი და ექსპერტთა ჟიურის დასკვნა, ერთი თვის მანძილზე გინესის რეკორდების წიგნის ცენტრალურ ოფისში გაიგზავნება. რის შემდეგაც გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა არხოშაშვილი რეკორდსმენის სტატუსს.

„მსოფლიოში რამდენიმე ადამიანი არსებობს, რომლებიც უკუღმა საუბრობენ, მაგრამ ვერცერთი ვერ აკეთებს ამას სამ ენაზე“, – განაცხადა „რეკორდის“ ხელმძღვანელმა, შოთა კელდიშვილმა. მისივე თქმით, გინესის რეკორდების წიგნში, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა მსგავსი რეკორდი.

არხოშაშვილის თქმით, იგი სამ ენაზე უკუღმა მეოთხე კლასიდან საუბრობს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100