ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ამ ინციდენტის პარალელი ნორვეგიაში მომხდართან უადგილოა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მარტ ლაარმა დღეს თავდაცვის სამინისტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები ვერ აიძულებს ქვეყანას, გადაუხვიოს დემოკრატიული განვითარების გზიდან.

ლაარმა ასევე თქვა, რომ აბსოლუტურად უადგილოა პარალელის გავლება ნორვეგიაში მომხდარ ტერაქტთან და რომ ამ ორ შემთხვევას არაფერი აქვს საერთო.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში იარაღით შეჭრილმა თავდამსხმელმა რამდენჯერმე შესაშინებლად გაისროლა და ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანა. თავდაპირველად იგი მძევლებთან ერთად შენობაში იყო გამაგრებული და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მძევლები გაათავისუფლა, თვითონ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - თავი აიფეთქა.

როგორც გაირკვა, იგი კარენ დრამბიანი, ესტონეთის ქალაქ მაარდუს მკვიდრი იყო. დრამბიანი პროფესიით იურისტი იყო, ამავე დროს კი „გაერთიანებული მემარცხენეების“ პარტიის წევრი, რომელმაც ქალაქ მაარდუს საკრებულოში მოსახვედრად 2009 წელს კენჭი იყარა, მაგრამ დამარცხდა.

კომენტარი