პეკინის ქუჩაზე ველობილიკი მოეწყობა

პეკინის ქუჩაზე ველოსიპედებისთვის დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი გამოიყოფა, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს.

ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.


კომენტარი