სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში ორგანიზაცია "ცოტნეს დარბაზი" დაფუძნდა

ეროვნულ–საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ცოტნე დადიანის დარბაზი“ დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ხატის სახელობის ტაძარში წინამძღვარმა მამა მალხაზმა საზეიმოდ აკურთხა. ორგანიზაციის წარდგენა წმინდანის ხსენების დღეს დაამთხვიეს. ახლადდაფუძნებული „დარბაზის“ მიზანი საბჭოს წევრის, გიორგი ნარმანიას თქმით ძველი ტრადიციების მოძიება და საზოგადოებაში ხელახლა გავრცელებაა. „ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და გაერთიანება შევძელით. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოეხმაურება წამოწყებას, მით უკეთ შევძლებთ ჩანაფიქრის რეალიზებას“, უთხრა livepress.ge-ს ორგანიზაციის წევრმა. გიორგი ნარმანიას თქმით საბჭოს წევრები, სულ 12 ახალგაზრდა ქალაქში, ბულვარის მთელს სიგრძეზე საზეიმო მსვლელობას დროშებით მოაწყობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100