სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრაზილიამ კოლუმბიის საზღვარზე, ჯუნგლებში, ნარკოკარტელის აეროდრომი დაბომბა

ბრაზილიის სამხედრო ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა აეროდრომზე, რომელსაც ნარკოკარტელები კოლუმბიიდან ბრაზილიაში ანრკოტიკების დიდი პარტიის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ. როგროც უცხოური მედიასაშუალებები იტყობინებიან, ჯუნგლებში მდებარე აეროდრომის ასაფრენ ზოლზე ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა რვა ჭურვი ჩამოაგდო.

ბრაზილიამ ბოლო დროს გააქტიურა კოლუმბიასთან საზღვრის მონიტორინგი და ამ მიზნით უპილოტო საფრენ აპარატებსაც იყენებს. მონიტორინგი პარასკევს დაიწყო.

ბრაზილიის ხელისუფლების გადამწყვეტი ქმედებები იმან განაპირობა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდა კრიმინალური სამყარო. გუშინ რიო–დე–ჟანეიროს შტატში ერთ–ერთი ცნობილი მოსამართლე პარტიცია აკიოლი მოკლეს, რომელიც, როგორც წესი, დამნაშავეების მიმართ გამოტანილი მკაცრი მსჯავრით იყო ცნობილი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მოსამართლეს დამნაშავე პოლიციელების მიმართაც არაერთხელ გამოუტანია მკაცრი განაჩენი.

ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირებმა მოსამართლე საკუთარ სახლთან, ქალაქ ნიტეროიში ჩაცხრილეს, მერე კი მოტოციკლით გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მოსამართლეს ოცამდე ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატრიცია აკიოლი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუქარის შემცველ წერილებს ხშირად ღებულობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100