სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში "ერთიანი ღმერთის - პუტინის ტაძრის" შექმნის იდეა გაჩნდა

რუსეთში "ედინაია როსსიასა" და "სახალხო ფრონტის" მფარველობით "ერთიანი ღმერთის - პუტინის ტაძრის" შექმნის იდეა გაჩნდა.

სენსაციური და მკრეხელური იდეა სანკტ-პეტერბურგში მმართველი პარტიისა და "საერთო სახალხო ფრონტის" პრაიმერის შედეგად გაჩნდა.

ტაძრის შექმნის შესახებ პირველმა გადამდგარმა პოლკოვნიკმა ვლადიმერ კასალაპოვმა განაცხადა.

იდეამ მართალია, ბევრი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა გაირკვა, რომ პრემიერ ვლადიმერ პუტინისთვის მამას დაძახება, რუსეთში საკმაოდ ფართო მასებს სურს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100