სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქმა ბათუმში 35 ადამიანი, მათ შორის 10 აფხაზი მონათლა

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 25 ადამიანი მონათლა. ნათლულები, ძირითადად, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და აჭარლები არიან, მათ შორის - რამდენიმე ბავშვი.
"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, სადაც შვიდი წლის მანძილზე ვმსახურობდი, აღვავლენდი ლოცვებს, უამრავი ადამიანი მომინათლავს და გზაზე დამიყენებია. აქ საოცარი სიყვარული სუფევს. მე იმედი მაქვს, რომ აღვადგენთ იმ პატივისცემას, რომელიც არსებობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის; ვიქნებით ერთდ ბედნიერი და მომავლის იმედით მყოფნი. ღმერთმა დალოცოს და გაგაძლიერის მთელი საქართველო",-ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორემ დღესვე რამდენიმე გვარიც დალოცა. აგრეთვე, ქართულ-აფხაზურ წყვილებს ჯვარი დაწერა.
საქართველოს პატრიარქი დღესვე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მისი სახელობის სავანეს აკურთხებს და საღამოს კი, სარფში "კოლხობის" დღესასწაულს დაესწრება.
კვირას ბათუმის საკათედრო ტაძარში პატრიარქი წირვას ჩაატარებს; რამენიმე ღონისძიება ორშაბათისთვისაც არი დაგეგმილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100