სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანკტ-პეტერბურგში ბორის ნემცოვი დააკავეს

ინტერფაქსის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში, ადგილობრივი გუბერნატორის, ვალენტინ მატვიენკოს საწინააღმდეგო აგიტაციის დროს, თბილისის დროით დაახლოებით 14 საათზე, პოლიციელებმა ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი დააკავეს.

ნემცოვის თქმით, ის და მისი თანამოაზრეები ქალაქში, მარშალ ჟუკოვის გამზირზე მოძრაობდნენ და ადგილობრივებს მოუწოდებდნენ, გუბერნატორ მატვიენკოს წინააღმდეგ მიეცათ ხმა. „ამ დროს ჩემთან ორი პოლიციელი მოვიდა. მე მათ ბუკლეტი და წიგნი: „პუტინი. შედეგები“ მივეცი. ამის შემდეგ დამაკავეს და ახლა პოლიციის 64-ე განყოფილებაში მივყავართ“, - ცოტა ხნის წინ ტელეფონით უთხრა ნემცოვმა რადიო „ეხო მოსკვის“, რომელმაც მისი კომენტარი პრირდაპირ ეთერში გადასცა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100