სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიელ აჯანყებულებს ტრიპოლიმდე ნახევარი საათი აშორებთ

ლიბიელმა აჯანყებულებმა გუშინ ღამით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს: მათ შეძლეს ქვეყნის დედაქალაქზე შეტევისთვის აუცილებელი პლაცდარმის დაკავება. უფრო კონკრეტულად, აჯანყებულებმა ტრიპოლიდან 40 კმ-ით დაშორებული ქალაქი ეზ-ზავია აიღეს.

ეზ-ზავიაზე აჯანყებულთა კონტროლის დამყარება, შესაძლოა, მთავარი გარდამტეხი მოვლენა გახდეს ბრძოლებში, კადაფის მომხრეებმა ამ ქალაქის დაკარგვით დაკარგეს ნავთობის ტერმინალებზე კონტროლი. ამის მიუხედავად, კადაფის მომხრე არმიის წარმომადგენლები იმედს არ კარგავენ. ისინი ამბობენ, რომ ეზ-ზავიას დაკარგვა მხოლოდ დროებითი მოვლენაა და დღეს ქალაქზე კონტროლის ხელახლა დაბრუნების მიზნით, ბრძოლას აპირებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100