სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილმა პატიმარმა მეგობარი გოგონა მხოლოდ იმის გამო დაასახიჩრა, რომ მასთან სექსი არ მოეწონა

41 წლის ამერიკელმა ქევინ ევანსმა თავისი მეგობარი გოგონა გულის წასვლამდე სცემა. თუმცა ქალის გონების დაკარგვამ ყოფილი პატიმარი ვერ შეაჩერა - გულწასულს ის ისეთივე ძალით ურტყამდა მუშტებსა და წიხლებს, როგორც თავიდან. დაზარალებულმა კეტრინ რიჩარდსმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები და სერიოზული ტრავმები მიიღო.

ინციდენტი მსხვერპლის ბინაში მოხდა, ამ დროს ქევინი ციხიდან რამდენიმე თვის გათავისუფლებული იყო. დამნაშავე სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, პატიმრობის შემდეგ კი მეგობარ გოგოსთან, კეტრინთან ცხოვრობდა.

როგორც თავად დაზარალებულმა განაცხადა, სასტიკი მოპყრობის მიზეზი ცუდი სექსი გახდა - მამაკაცს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ მისი პარტნიორი სათანადოდ არ აქტიურობდა.

ნაცემი ქალი მეზობლებმა ნახეს შემთხვევით და მათ გამოიძახეს პოლიცია. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სხვადასხვა მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღმოაჩნდა მთელ სხეულზე.

დამნაშავემ ბრალი აღიარა, სასამართლომ კი მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100