სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყოფილი და მოქმედი პრემიერ მინისტრები, ასევე ყველა მინისტრის GDS მინისტრი - ერთად უჭახუნებენ ჭიქებს "დამოუკიდებელი ჟურნალისტის" ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილში"

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილში მაღალჩინოსნების სტუმრობას ასე გამოეხმაურა:

„ყოფილი და მოქმედი პრემიერ მინისტრები, ასევე ყველა მინისტრის GDS მინისტრი - ერთად უჭახუნებენ ჭიქებს "დამოუკიდებელი ჟურნალისტის" ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილში. პროკურტაურის პრესცენტრის ცოცხალ ფილიალთან მისალოცად რიგში დგანან ხელისუფლებისა და ოპოზიციის გრანდები, მეცნიერებისა და კულტურის კორიფეები! კაშკაშებს და ანათებს რეჟიმის პროჟექტორი!.. ბადრი პატარკაციშვილის, ბერეზოვსკის და გირგვლიანის ლოცვები ზეციური საქართველოდან თავზე ეფრქვევა "დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დედას"! მისალოცი ღაღადისით აღტყინებულან მისდამი ქრონიკული სიყვარულით გამსჭვალული კოლეგები და ლენჩი მოსაყლეობა! ამაზე ბედნიერ ერს ვერ ნახავთ დედამიწის ზურგზე!
__________________
P.S. "ტელევიზია @ლეობას - უჩვენებს მოსახლეობას!"- წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიას ქალიშილი, მარი გრიგოლია, გათხოვდა. ტელეწამყვანის შვილის რჩეული ნიკოლოზ გამეზარდაშვილია. ნიკა შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟია. მარიამი შს სამინისტროს თანამშრომელია და ის სწორედ ზურაბ გამეზარდაშვილის დეპარტამენტში მუშაობდა. ქორწილში არაერთი ცნობილი სახე და პოლიტიკოსი იმყოფებოდა. მათ შორის იყო ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, კახი კაალძე და ბერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100