სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელი დეპუტატი: ტიმოშენკოს თაგვის საწამლავით წამლავენ

უკრაინის დედაქალაქის საბჭოს ფრაქცია „ბატკივშინას“ წევრი, კულტურისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ბრიდინეცი აცხადებს, რომ იულია ტიმოშენკოსთან ექიმები შეუშვეს, თუმცა, მათ უარი ათქმევინეს პატიმრისთვის სისხლის ანალიზის აღებაზე, რასაც ტიმოშენკო დაჟინებით მოითხოვდა.

ბრიგინეცის თქმით, სწორედ ამ ანალიზს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, რა სახის საწამლავით წამლავენ ტიმოშენკოს.

„ამჟამად ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ იულიას წამლავენ და ამას მალავენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას სახეზე აღენიშნება ზოოკუმარინით, ანუ, თაგვის საწამლავით მოწამვლის ნიშნები“, - ამბობს დეპუტატი.

„ხელისუფლებას არ ესმის, რომ მკვდარი გმირები უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ცოცხლები“, - ამატებს ბრიგინეცი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100