ბირმინჰემში ვანდალები პოლიციას ესროდნენ (ვიდეო)

ბირმინჰემის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გადაღებულია, როგორ გაუხსნა ცეცხლი მასობრივი არეულობების ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელებს ქალაქში. პოლიციის მიერ მიწოდებული ვიდეო სააგენტო "როიტერმა" გამოაქვეყნა.

არეულობის მონაწილე მამაკაცი პოლიციელთა მისამართით ცეცხლს ხსნის, ხოლო მოგვიანებით, იგივე პირი იარაღს უმიზნებს პოლიციის ვერტმფრენს, რომელიც დემონსტრანტების თავზე ტრიალებს, თუმცა, სროლისგან თავს იკავებს.

აღნიშნული შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა. პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელთა წინააღმდეგ გამოიყენა, დაკავებულია.

კომენტარი