ცესკო - საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია დასაშვებია


ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებას პასუხობს.

საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მხარდამჭერთა მობილიზება კანონდარღვევად არ ითვლება.

"ამასთან დაკავშირებით შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კანონის თანახმად იკრძალება აგიტაცია მხოლოდ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია არის დასაშვები და ასევე კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, საკუთარი მხარდამჭერების ხმების მობილიზება", - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ში ​ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის იძულებით მიყვანის ფაქტები.

კომენტარი