68 წლის შამანი ცეცხლში დაიწვა მაშინ, როცა ავი სულების განდევნას ცდილობდა საკუთარი სხეულიდან

ეს კადრები ძალიან მძიმე სანახავია, ამიტომ სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებისთვის და 18 წლამდე მოზარდებისთვის მისი ნახვა მიზანშეწონილი არაა.

მალაიზიაში68 წლის შამანმა ერთ-ერთი რიტუალის დროს მძიმე დამწვრობა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ის თავისი ორგანიზმიდან ავი სულების განდევნას ცდილობდა და გარკვეულ პროცედურას ატარებდა, რომელიც ცეცხლთან იყო უშუალო კავშირში. აღსანიშნავია ის, რომ ხნიერი მამაკაცი უკვე 10 წელია ამ რიტუალს ატარებდა და მსგავსი პრეცედენტი მანამდე არ მომხდარა.

უკანასკნელ რიტუალს უამრავი მლოცველი ესწრებოდა და რამდენიმე მათგანი პროცესს ტელეფონითაც იღებდა. როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, შამანს ჯერ გულის შეტევა ჰქონდა, რის გამოც მან ვერ მოახერხა კონცენტრირება და სწორედ ეს გახდა აალების მიზეზი.

კომენტარი