"შ.ს.ს-ს ეზოში მივალ ბენზინითა და ასანთით და თავს დავიწვავ" - ლუკა ფეიქრიშვილი

სოციალურ ქსელში პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მოკლედ, გოგა ონიანი სროკზეა!ხელისუფლებამ დაიწყო ფიზიკური ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ!
არანაირი დემოკრატია!
მე ლუკა ფეიქრიშვილს საქმეს მიკერავენ და ისე მასამართლებენ!
მასამართლებენ და მაბრალებენ კონკრეტულ დანაშაულებს, რომლის ფაქტებიც არ აქვთ!
მე მოვითხოვ საზოგადოებას ანახონ ვიდეო ფაქტები, სადაც ჩანს ჩემი დანაშაულებები!
ეს ყველაფერი გახადონ საჯარო და ანახონ საზოგადოებას!
ვერ ანახებენ! რადგან მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია!
მოსამართლე ქეთევან მინაშვილი შეჰყავთ შეცდომაში!
პატრული აძლევს ცრუ ჩვენებას და მიკერავენ საქმეს!
თქვენ 13 – ში ვერ გამოუტანთ ლუკა ფეიქრიშვილს განაჩენს!
ლუკა არ მოვა სასამართლოზე! სამაგიეროდ მივა შ.ს.ს-ს ეზოში!
თავის ბენზინით და ასანთით!
მე ვერ გამასამართლებთ შეკერილი საქმით! მაგას მირჩევნია მოვკვდე!
ხოდა მივმართავ რადიკალურ ზომებს!
შ.ს.ს-ს ეზოში უსამართლობის და შეკერილი საქმის გამო,
ცრუ ჩვენების გამო გადავისხავ ბენზინს და აქრეთ მერე თქვე ფარჩაკებო! არ დავიხევ უკან, ვერ გამტეხავთ,
ვერ გაიტანთ თქვენსას! არ გაგატანინებთ!
დღეს გია ონიანი! ხვალ ლუკა ფეიქრიშვილი! ზეგ შენ!
მე გადავდგავ ამ ნაბიჯს და თან გავიყოლებ პატრულ გუგა ილურიძეს!!!
12 რიცხვში ორთაჭალაში პროკურატურის წინ მივალ 3 საათზე ბენზინით და ასანთით 7 წლის შვილს ვფიცავ!!" - წერს ლუკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ჟურნალისტი გურამ დონაძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"მედიის წარმომადგენლებს.

რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის პმში დამიკავშირდა "ამბრელას" დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი და მითხრა რომ მის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეში გაჩნდა ცრუ მოწმე და მას უპირებენ უკანონოდ დაკავებას. სწორედ იმის გამო რომ ის ვერ ახერხებს სიმართლის დამტკიცებას, ლუკა ფეიქრიშვილი აპირებს პროკურატურასთან სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას.

ვინაიდან პირადად გავხდი ამ ინფორმაციის მფლობელი ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ ამ ყველაფერს, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი უმძიმესი შემთხვევა!"

კომენტარი