სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სუს- მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან , სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს და სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ.

ამასთან, როგორც სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.

„მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან. სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესაბამისად მიაწვდის. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგლებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“, - აცხადებენ სუს-ში.

სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანია დაკავებული, მიმდინარეობს მუშაობა სხვა პირების დასაკავებლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100