შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე - გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც...საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან

საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით.

"იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ",- განაცხადა გახარიამ.

"ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, სჯობს თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას",- განაცხადა გახარიამ.

კომენტარი