სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბუხრიდან ცეცხლი აალდა და მთელ კუპეს მოედო" - ხანძარი რესტორან "თაღლაურაში"

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, რესტორან "თაღლაურაში" ცეცხლი, სავარაუდოდ, ბუხრიდან აალდა. როგორც რესტორნის პერსონალი აცხადებს, კუპეში, სადაც 15-მდე სტუმარი იჯდა, ბუხრიდან ცეცხლი აალდა და მთელ კუპეს მოედო.

მათივე ცნობით, დაახლოებით 20 კვმ ფართობის კუპიდან სტუმრების გამოყვანა დროულად განხორციელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რესტორანში დასაქმებულების ინფორმაციით, ხანძარი საკმაოდ სწრაფად ვრცელდებოდა და ცეცხლი კიდევ ორ კუპეს გადაედო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, "თაღლაურაში" ხანძარი ლიკვიდირებულია. სამსახურის ინფორმაციით, რესტორნის რამდენიმე კუპე დაიწვა, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100