სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალმა, ჯეიმს სტავრიდისმა ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით მყოფი ნატო-ს ევროპული ძალების სარდალი ჯეიმს სტავრიდისი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ჯეიმს სტავრიდისმა აღნიშნა, რომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული დანაყოფები აქტიურად და ღირსეულად მონაწილეობენ და ამას ალიანსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ISAF-ის ოპერაცია და სამშვიდობო ოპერაციაში ქართული მხარის ჩართულობა იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100