"იმდენი დამცირება შეხვდა, ყველას გაშოროთ ასეთი ზიზღი...ამერიკაში ორი წლის წინ გავაცილეთ" - ზურა ბალანჩივაძე მეგობრის გეი-ქორწინებაზე

ქართველი ლგბტ აქტივისტი დავით შუბლაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, თავის იტალიელ პარტნიორზე დაქორწინდა. საქორწინო ცერემონიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შუბლაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

აი რას წერს დავით შუბლაძის მეგობარი ლექტორი, ფოტოგრაფი და „ნიჭიერის“ მონაწილე (ზურიუსი) ზურა ბალანჩივაძე მისი მეგობრის ქორწინების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე:

„ამდენი ფსიქოლოგიური ნებისყოფა და პიროვნული ძალა ერთ ადამიანში იშვიათად მინახავს. დათო ჩემი მეგობარია და ჩვენთან, "ყველაზე კაცთმოყვარე და სტუმართმოყვარე ერში", იმდენი დამცირება შეხვდა, ყველას გაშოროთ ასეთი ზიზღი.
ამერიკაში ორი წლის წინ გავაცილეთ. ყველაფერი აბსოლუტურად ნოლიდან დაიწყო. სრულიად მარტომ და სრულიად უცხო გარემოში. დღეს იგი არის ბედნიერი და წარმატებული და მე, როგორც მის მეგობარს, ეს ყველაზე მეტად მიხარია.
ასე რომ, გიყვარდეთ თქვენი მეგობრები, გაუგეთ მათ და დააფასეთ მათი არჩევანი. ხოლო მათ, ვისაც აქ გული გისკდებათ, რომ იქ ვიღაც ქართველობას გართმევთ, შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ნიუ-იორკს შორის მანძილი დაახლოებით 9000 კილომეტრია და ფეხები არ მოჭამოთ“.

კომენტარი