გიორგი გახარია: ყველა, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა, უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯება

ყველა, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა, უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქმის დეტალები უმოკლეს ვადებში იქნება გამოძიებული და ყველას კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი მსგავს საქმეებთან მიმართებით.

”ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი მსგავს საქმეებთან მიმართებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ დეტალები უმოკლეს ვადებში იქნება გამოძიებული. ყველა ადამიანი, ვინც პირადად იღებდა ამ დანაშაულში მონაწილეობას ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა, უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯება”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარი