"ჩვენ ხომ გვჯეროდა შენი, რომ გაუძლებდი" - ნახეთ, რას წერს გარდაცვლილი მოსწავლის ნათესავი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის დ.ს-ს ოჯახის ნათესავი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენო გამანადგურებელო, ეს რა გვიქენი, ჩვენ ხომ გვჯეროდა შენი, რომ გაუძლებდი, ჩემო გოლიათო, შენ ხომ მამიდას არასდროს უჯერებდი, არც გუშინ დაუჯერე, რომ გევედრებოდა არ წასულიყავი, ამისთვის როგორ გაგვიმეტე, როგორ მიგვატოვე, უშენოდ როგოგორ დაგვტოვე, შენსავით ვის ვეჩხუბო ეხლა, შენსავით ვინ გამაბრაზებს ეხლა, "ვაა, ხათო მოხვედის?" არასდროს აღარ მეტყვი, ყველა კითხვაზე რომ პასუხი გქონდა, ჩემო ნიჭიერო, რომ გეჩხუბებოდი და დამცინოდი სიკვდილს რატომ არ დასცინე, სიკვდილს რატო ვერ მოერიე ჩემო ბიჭო, უსასრულოდ შენი ღიმილის სანატრელი და ვერ დამნახველი რატო დაგვტოვე ჩემო გოლიათო" - წერს ხათუნა გელაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი