გიორგი გახარია: დანაშაულში მონაწილე ყველა ფიგურა დადგენილი და დაკავებულია

დანაშაულში მონაწილე ყველა ფიგურა დადგენილი და დაკავებულია. ამ ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, თუმცა საქმესთან დაკავშირებული დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

საქმესთან დაკავშირებით განცხადება ასევე გააკეთა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ. მისი განცხადებით, დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დაკითხულ პირთა სტატუსები შეიცვალოს. პროკურატურაშიც აღნიშნავენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირთა სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზე აღარ მიმდინარეობს.

კომენტარი