სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლევანის მამა თბილისში არ იყო, საავადმყოფოს ეზოში შემოსულს მუხლი ჩაეკეცა, ერთი ციცქნა გახდა მთასავით კაცი"

სოციალურ ქსელში, მოკლული 16 წლის მოზარდების ახლობლები არაერთ პოსტს აქვეყნებენ. გთავაზობთ მაია შაღაშვილი-გრიგოლიას სტატუსს: "ლევანის მამა თბილისში არ იყო, საავადმყოფოს ეზოში შემოსულმა შემოგვხედა და მუხლი ჩაეკეცა. ერთი ციცქნა გახდა მთასავით კაცი, უცებ დაპატარავდა. დედა ნემსებ გაკეთებული გათიშული იწვა. ეზო სავსე ბავშვებით მშობლებით პედაგოგებით. მამიდის და დეიდის ბღავილი სერავს ცას და უძლური ხარ ორივეს მამა ერთმანეთის შვილებს ახსენებენ. დათოს მამა გზაში იგებს ლევანის სიკდილს და იქ ბღავის "ვაიმე შვილებო".

დათოს დედას კლასელების გულწასული მშობლები ელიან, ენით აღუწერელი და წაუშლელი ტკივილით ვწერ ორივეზე. ორივე ვნახე ბოლოს 5 გაკვეთილზე ცოცხალი და ლაღები. ვაი ჩვენ რომ მკვლელებიც ჩვენი ქვეყნის შვილნი არიან".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100