სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სპეცნაზს შორის დაპირისპირება მოხდა

უკრაინაში დაპირისპირება მოხდა სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სპეცნაზს შორის. ისინი დილიდან მობილიზებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო, ასევე ადგილისკენ მიემართება სახანძრო მანქანები. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა კორპუსის სახურავიდან მიმართა ხალხს და განაცხადა, რომ ან იქ დარჩებოდა, ან გადახტებოდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი დააკავეს, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100