სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოკლედ ძალიან ვნანობ,რომ ხანდახან მშივდება ხოლმე, თან ეხლა ფეხმძიმობაც დაემატა, სასაცილოა,მაგრამ სწორედ ამ მიზეზით გამომიშვეს სამსახურიდან"

მომღერალ გიორგი გასვიანის ცოლი და „ჯი-დი-ეს“-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათკა ხონელიძე სამსახურიდან გამოუშვეს და ნახეთ რას წერს:

„დღეს 12 დეკემბერია და მე ჩვეულებისამებრ სამსახურში გავედი. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ არ მომშივდა. სასაცილოა,მაგრამ სწორედ ამ მიზეზით გამომიშვეს სამსახურიდან. ადგილიდან სადაც ვმუშაობდი 50 მეტრის სავალზე საცხობში გადავედი და მინდა ხაზი გავუსვა იმას,რომ მაღაზიაში ჩემი თანამშრომელი გოგონა დარჩა რადგან კლიენტების მომსახურება არ შეფერხებულიყო. სწორედ ამ დროს დარეკა ტელეფონმა ამ ძალიან სასაცილო ინფორმაციის გადმოსაცემად. მოკლედ ძალიან ვნანობ,რომ მთელი დღის განმავლობაში ხანდახან მშივდება ხოლმე თან ეხლა ფეხმძიმობაც დაემატა:)) No Name boutique #chvencgvshia #chvencadamianebivart #Nonamebarnovi

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100