სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ფრანგი დიპლომატი დაინიშნა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორი დაინიშნა.

საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში და მოსკოვის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ლეფორი რუსეთ-საქართველოს კრიზისზე მუშაობას ფრანგი კოლეგას პიერ მორელისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლის, შვედი პიტერ სემნებისგან გადაიბარებს.

"ფილიპ ლეფორი ყოველმხრივ იცნობს ამ რეგიონს და იქ ძალიან მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც სპეციალური წარმომადგენელი იდეალური კანდიდატია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისისთვის და ამ მგრძნობიარე რეგიონში ევროკავშირის როლს გაზრდის", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა.

ეშტონის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლეფორი რუსეთს და საქართველოს შორის ჟენევის მოლაპარაკებებში შუამავალი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100