სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა როსტოს შეწყალება...ოჯახის წევრების გარდა ვის იწყალებს?

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 200-მდე პატიმარი შეიწყალა. ნახეთ, რას წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამასთან დაკავშირებით:

200 მდე კაცი შეიწყალა პრეზიდენტმა. ვულოცავ ყველას სახლში დაბრუნებას. ძალიან მაგარია, როცა პატიმარი გიბრუნდება ციხიდან. ვიცი მე ამის ფასი …

შეწყალება ითხოვა როსტომაც. მოქალაქემ რომელმაც დააშავა, აღიარა, თითქმის ორი წელი იჯდა, ვარჯიშობს, მოქალაქე, რომელიც კლუბურ ნარკოტიკზე ზის, რომელიც არავისთვის საშიში არაა და რომელიც ციხემ ისე შეცვალა, თვალსაჩინოა ყველასთვის.

მაგრამ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა. ვერ გაბედა როსტოს შეწყალება. ნარკოტიკებთან მეგობრობა თუ ასე შეაშინებდა პრეზიდენტს არ მეგონა. თან კლუბურ ნარკოტიკთან. არ გეგონოთ სუბიექტური ვარ როსტოს გამო. ალბათ ვარ კიდეც, მაგრამ ახლა პრეზიდენტის გაურკვეველი მიდგომები უფრო მაკვირვებს?!

ოჯახის წევრების გარდა ვის იწყალებს? ვინც საშიში არაა, ვინც პირველად ზის, ვინც სასჯელის გონივრული ვადა მოიხადა, ვინც ციხის კედლები მისთვის სასარგებლოდ გამოიყენა. როცა ამ ყველაფერს აკმაყოფილებ და პრეზიდენტი არ გიწყალებს რასთან გვაქვს საქმე? სუბიექტურობასთან! ძალიან დიდ სუბიექტურობასთან.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს, კიდევ ერთ ადამიანს კარით ხელი უკან, წუმპისკენ. და არ მითხრათ კანონი კლუბურ ნარკოტიკს არ წყალობსო! არც მარიხუანას წყალობდა, მაგრამ ეწეოდნენ. ზოგიც მთაში, ზოგიც ბარში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100