სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი მარგველაშვილი - ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა დევნა

ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე - შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეფასებისას განუცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს“. „ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე - შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, საერთაშორისო თვალსაზრისით არა საქმე ზოგადად, არამედ, ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. მე არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, მე ვაფასებ იმას, რანაირადაც მოხდა ამ საქმის წარმოება, როდესაც აღებულია კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლით მოხდა დევნა. ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავს, რომ ეს მუხლი არის აბსოლუტურად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელსუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ექსპრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე გიორგი მარგცველაშვილმა კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ეს არის ჰიპოთეტური თემა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100