სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 წლის ბავშვი ღამურის შეხების შედეგად ცოფით დაავადდა და გარდაიცვალა

ეს ფატალური შემთხვევა აშშ-ში მოხდა. 6 წლის რაიკერ როკმა ღამურას მოკიდა ხელი, რომელმაც დაკაწრა და ცოფი გადასდო - იტყობინება New York Post.

როგორც გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, მან ხელი დაბანა, დაუმუშავა და ეგონა, რომ პატარას აღარაფერი ემუქრებოდა. ექიმთან აღარ მიუყვანია, რადგან რაიკერს ნემსის გაკეთების ეშინოდა. საავადმყოფოში ერთი კვირის შემდეგ გადაიყვანეს, რაც მცირეწლოვანს დაზიანებული ადგილი და თავი ძლიერად ასტკივდა. სამწუხაროდ, სამედიცინო ჩარევა უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა - რაიკერი მალევე გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100