სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააპელაციო სასამართლომ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.
პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100