სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში მამაკაცი მატარებელს შეუვარდა

რუსთავში, რკინიგზის სადგურზე უბედური შემთხვევა მოხდა. ლიანდაგებზე მიმავალ მატარებელს, წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შეუვარდა.

დაშავებული უგონო მდგომარეობაში იყო და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ის კლინიკაში მიყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100