სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალს საკვერცხედან 34 კილოგრამიანი სიმსივნე ამოკვეთეს

მექსიკაში 57 წლის სონია ლოპესს საკვერცხედან 34 კილოგრამიანი სიმსივნე ამოკვეთეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს. ეს ყველაზე დიდი ზომის და მძიმე წონიანი სიმსივნეა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ექიმებს ამოუკვეთავთ. აქამდე გინესის რეკორდში შესული სიმსივნეს წონა 30 კილოგრამი იყო. კიბო ორგანიზმში 7 წლის განმავლობაში იზრდებოდა, თუმცა სონია სულ ცდილობდა თავი აერიდებინა ქირურგიული ჩარევისგან.

ოპერაციას ქვეყნის 5 ყველაზე ძლიერი სპეციალისტი ატარებდა. პროცესს გართულება არ მოჰყოლია. სონია ლოპესმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ თავს ისე გრძნობს, თითქოს ახლიდან დაიბადა - ახლა სიმშვიდე და სიმსუბუქე შეიგრძნო და ამის გამო ძალიან ბედნიერია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100