მამამ საკუთარი ქალიშვილი გაგუდა, რათა მისი "ტანჯვისთვის" ბოლო მოეღო

ინგლისში 64 წლის რიჩარდ კრაიმ საკუთარი ქალიშვილი ოლივია მოკლა იმ მიზეზით, რომ მამაკაცი დაიღალა გოგონას მოვლით. საქმე იმაშია, რომ ოლივია ფსიქიურად იყო დაავადებული და წლების განმავლობაში მის გვერდით ყოფნა რიჩარდისთვისაც მძიმე აღმოჩნდა - წერს Daily Star.

გავრცელებული ინფორმაციით, როჩარდმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი გეგმების შესახებ თავის დას უამბო, თუმცა ქალმა ეს ძალიან არასერიოზულად მიიღო და იფიქრა, რომ ძმა ეხუმრებოდა.
"მე აღარ შემეძლო მიმეცა მისთვის უფლება, დატანჯულიყო. ვიცი, რომ ეს ძალიან უგულოდ ჟღერს, თუმცა სხვა ვერაფრის მოფიქრება შევძელი. ამაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვფიქრობდი. ეს არ მამართლებს, თუმცა მე წერტილი დავუსვი მის ტანჯვას. მეც ძალიან დაღლილი ვიყავი ამ ყოველდღიური კოშმარისგან" - განაცხადა პოლიციასთან საუბარში რიჩარდმა.

ოლივია ფსიქიკური პრობლემით ადრეული ასაკიდან იტანჯებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მამა ცოტა ხნით მარტო ტოვებდა, გოგონა სასწრაფოსა და პოლიციას იძახებდა და შემდეგ მამას ურეკავდა საშველად. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე კრაიმ თავად შესთავაზა საკუთარ ქალიშვილს თავი მოეკლა, რათა დასრულებულიყო მათი ჯოჯოხეთური ცხოვრება, თუმცა გოგონას უარის შემდეგ რიჩარდმა ეს თავად გააკეთა. მკვლელობაში ბრალდებულ მამას ახლა ფსიქიატრიული ჩარევა და ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი