სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.

გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100