სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ში ბარაკ ობამას ბიძა დააკავეს

ბოსტონის მახლობლად აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბიძა დააკავეს ბრალდებით, რომ ავტომანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა. ამერიკული მედიის ცნობით, ონიანგო ობამა დააპატიმრეს და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ბრალდებასთან ერთად, საბუთების შემოწმების შემდეგ, საიმირგაციო კანონის დარღვევის გამოც მიიჩნიეს დამნაშავედ, რაც აშშ-ის მოქმედი ვიზის არქონას გულისხმობს. ონიანგო ობამა პრეზიდენტის კენიელი მამის ნახევარძმაა. იგი 24 აგვისტოს დააკავეს, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ დღეს გავრცელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100