ბაღის მასწავლებელს აღსაზრდელზე "ძალადობისთვის" ბრალდება წარედგინა - აი, რას წერს ბავშვის მშობელი

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ბაღის აღსაზრდელის მშობელმა სკანდალურ ფოტო-მასალა გაავრცელ, სადაც აღსაზრდელზე ბაღის მასწავლებელი „ძალადობდა“. ამის შესახებ ჩვენ უკვე გიამბეთ იხ: ბმულზე

ახლა კი ბაღ „ჭიამაიას“ აღსაზრდელის მშობელი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

„პატივცემულო მშობლებო, მასწავლებლებო, მეგობრებო ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას თანაგომისათვის ასევე დიდი მადლობა გლდანი- ნაძალადევს 1 განყოფილებას, თქვენ საუკეთესო გუნდი ხართ და მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის ...
დაზარალებულად უკვე გვცნეს, შესაბამისად მასწავლებელს ბრალდება უკვე წარედგინა და არსებით განხილვამდე გირაოს სახით 1000 ლარი დაენიშნა.
მე ღრმად მწამს რომ სამართალს მივაღწევთ და მოძალადე მასწავლებელი დაისჯება.
კიდევ ერთხელ მდლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“ - წერს მშობელი.

კომენტარი