საშინელი ავარია სამტრედიასთან - გარდაცვლილია ოჯახის სამი წევრი, რომელთაგან ერთი ბავშვია

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტის საღამოს, სამტრედიასთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილებს შორის ორი ზრდასრულია, ერთი კი ბავშვი. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ტრანსორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარი