სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლაიპედას სავიზიტო ბარათი “ბიჭუნა ძაღლით” – “ქართველი” გახდა

წლევანდელი ევროპის მთავარ საკალათბურთო ქალაქში სანაპიროზე მდგარ, ყველა ლიტველისთვის კარფგად ცნობილ სკულპტურას “ბიჭუნა ძაღლით” საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორმა ჩააცვეს. ამით ლიტველებმა თავიანთი მხარდაჭერა და მოწონება გამოხატეს საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელიც ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად იქცა. ლიტველების ინიციატივით მოწყობილ ღონისძიებაზე ადგილობრივმა სპორტის მოყვარულებმა კლაიპედაში მყოფი ქართველი გულშემატკივრები და ლიტვაში საქართველოს ელჩი მიიწვიეს. სკულპტურას ქართველი სპორტსმენების ფორმა რამდენიმე დღის განმავლობაში ეცმევა. ამა თუ იმ ნაკრების ფორმით ბიჭუნას შემოსვით კლაიპედელები თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ. სკულპტურას მანამდე ბულგარეთისა და ბელგიის ნაკრებთა მაისურები ეცვა. სკულპტურა, რომელიც კლაიპედას სავიზიტო ბარათად ითვლება, 5 წლის წინ გაიხსნა. კლაიპედელი ბიჭუნა რამდენიმე დღის განმავლობაში “ქართველი” იქნება და ქალაქში ზღვით შემომსვლელებს შეეგებება. სკულპტურის შემოსვის ცერემონიალში სკულპტურის ავტორიც მონაწილეობდა. “ეს ბიჭუნა ქართველია, ყველა ლიტველთან ერთად”, – თქვა საქართველოს ელჩმა ლიტვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100