სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ზევსად მხოლოდ შენ გამომიცხადებიხარ ნიკა ლომიძე" - აი, რას წერს ნიკა გვარამია „მხოლოდ ქართულის“ პირველი გადაცემის შემდეგ

აი, რას წერს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროექტ „მხოლოდ ქართულის“ პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ:

„არ ვიცი, ორსაათნახევარი სარეკლამო ჭრის გარეშე ტრანსლირებულ ზეპოპულარული თურქული სერიალის კულმინაციურ სერიასთან რას იზამს, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველა წინა შოუ მოძველებული ჩაბარდა ისტორიას. პირველი ეპიზოდის ხარისხმა ყველა ძველი ღმერთი გაახუნა და ზევსად მხოლოდ შენ გამომიცხადებიხარ ნიკა ლომიძე ....
ცალკე მადლობა ჟიურის - არასდროს, არც ერთ პროექტს, ასეთი დონის ჟიური არ ღირსებია! მარტო ამ პროექტის კი არა, ეროვნული განძი ხართ გიორგი უშიკიშვილი Sofia Nizharadze Marina Beridze

და, რაც მთავარია, ყველას და თითოეულს, ვინც პროექტზე იმუშავა, დიდი მადლობა! მადლობა მათ, ვინც უდიდესი შრომა გაწია, საქმე ნულიდან დაიწყო და იმათზე მაგარი შედეგი დადო, ვისაც ბოლო ათი წელი სხვა არაფერი უკეთებია! მაგრები ხართ და მიყვარხართ“!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100